in ,

კვარაცხელია ელმასზე უფრო ძლიერია: ბათუმის დინამოს კაპიტანი

ქართული ფეხბურთის იმედის და საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” შესახებ საუბრები არ წყდება. როგორც იტალიურ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში იწერება, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია და უდიდესი ალბათობით კვარაცხელია ახალი სეზონიდან კარიერას სერია ა-ს ერთ-ერთ მოწინავე კლუბში გააგრძელებს.

იტალიურმა გამოცემამ spazionapoli-მ მოკლე ინტერვიუ მამუკა კობახიძესთან ჩაწერა, რომელშიც ბათუმის “დინამოს” კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

“შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი. მისი მომავლის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თუ “ნაპოლში” აღმოჩნდა, იქაც დაიმკვიდრებს თავს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ელმასზე უფრო ძლიერი ფეხბურთელია”, – თქვა მამუკა კობახიძემ.

ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ “რუბინი” 15 მილიონს ითხოვს. წყაროს ცნობით, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობასა და ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას შორის შეხვედრა გასულ დღეებშიც შედგა.

როგორც საიტი წერს, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 2019 წელს 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის მოხვდა, 2022/23 წლების სეზონისთვის “ნაპოლის” სერიოზული გაძლიერება იყოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 ივლისს საქართველო ესპანეთს ახალ დარბაზში უმასპინძლებს

მესუთ იოზილი შესაძლოა არველაძესთან აღმოჩნდეს