in ,

კვარაცხელიას დრო უნდა და მისგან ბევრ საინტერესოს უნდა ველოდოთ – კლაუდიო ონოფრი

კვარაცხელია, რომელიც ბათუმის “დინამოში” ირჯება და შემდეგ იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს კარიერას, იდეალურ ფორმაშია. ხვიჩამ აჭარული გუნდის შემადგენლობაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

კვარაცხელიას ტრანსფერზე იტალიურ მედიასთან კომენტარს “ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი კლაუდიო ონოფრი აკეთებს.

“კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ხვიჩა მარცხენა ფრთაზე შესანიშნავად ლობირებს. ფეხებში დიდი სიძლიერით გამოირჩევა. მას დრო უნდა მისცენ, ჩემპიონატს გაუშინაურდეს და მერე მისგან ბევრ საინტერესოს უნდა ველოდოთ”.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” 5 წლით ითამაშებს. აურელიო დი ლაურენტისი მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის და ქართველი ხელფასის სახით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპემ მადრიდში რესტორანში ისადილა: პსჟ-ს პრეზიდენტიც ესპანეთშია

ჩემი მომავალი მსხვერპლი ხარ: ილია თოფურია ევლოევს