in ,

კახი ცხადაძე: დინამო იყო ყველასთვის საყვარელი გუნდი და სამწუხაროდ გახდა ყველასთვის საძულველი, ამიტომ საჭირო იყო ცვლილებები

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან კლუბის ახალ სპორტულ დირექტორზე, ალექსანდრე რეხვიაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მისი მოსვლა მნიშვნელოვანი იყო.

ქართველი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ახალ სპორტულ დირექტორთან ერთად მუშაობა შედეგს მალე გამოიღებს.

„თბილისის დინამო იყო ყველასთვის საყვარელი გუნდი და სამწუხაროდ, არ მინდა ეს სიტყვა ვთქვა, მაგრამ გახდა ყველასთვის საძულველი გუნდი. ამიტომ, რაღაც უნდა შეცვლილიყო გლობალურად და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ის საქმე, რა პროფესიაც მას აქვს.

იმ მძიმე მომენტში, როდესაც მე “დინამოში” მოვედი, გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ მივიდოდით იმ გადაწყვეტილებამდე – გვჭირდებოდა სპორტული დირექტორი. ვულოცავ ალექსანდრეს ამ თანამდებობას, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად მუშაობა შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ცხადაძემ.

თბილისის დინამოს სპორტულ მიმართულებას ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დღეს ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა.

გარდა ახალი სპორტული დირექტორის წარდგენისა, დღეს თბილისის “დინამომ” კახი ცხადაძესთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და 53 წლის ქართველი სპეციალისტი “დინამოს” 2023 წლამდე გაწვრთნის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსი კომენტატორი: კვარაცხელიას ბარსელონაში მესის შემცვლელად ავიყვანდი

კვარაცხელიამ ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე. ის აუცილებლად წავა ევროპაში, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს