დღეს, 21:00-ზე საქართველოს ნაკრები ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრებს ბათუმში მთავარი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ჩამოყვა და შესაძლოა მან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს “Big Z”-ს წინააღმდეგ ნათამაშებიც აქვთ და მოგებულიც.
2019 წელს Mls-ის მე-17 ტურის შეხვედრაში “სან ხოსე”, რომლის ღირსებასაც მაშინ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იცავდნენ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის “ლოს ანჯელეს გალაქსის” დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისად იქცა. მან მე-11 წუთზე პენალტი გაიტანა. მატჩის მიწურულს კი, საგოლე პასიც მიითვალა.კაშია კი, დაცვაში დამაჯერებლად იდგა.
იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ პირველ მატჩშიც ითამაშა, რომელიც იანე ანდერსონის გუნდმა 1:0 მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings