in ,

კარში მამარდაშვილი უნდა იდგეს: ვალენსიას ფანებს ქართველის დაბრუნება სურთ

ესპანეთში, კერძოდ კი, ვალენსიაში გულშემატკივრები გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას ითხოვენ.

“ვალენსიას” გულშემატკივრების ბლოგი საინტერესო სტატისტიკას და სტატიას აქვეყნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ “ვალენსიას” ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს. სტატისტიკის მიხედვით, სილესენის კარში გოლი საშუალოდ ყოველი 0.29 დარტყმიდან გადის. მამარდაშვილის მაჩვენებელი კი, 0.22-ია. ისიც აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” კარში იასპერ სილესენი დგას, ბორდალასის გუნდს ჯერ თამაში არ მოუგია.

21 წლის მამარდაშვილმა ლა ლიგის პირველ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კი, კარი მშრალად შეინახა. ქართველი პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

მამარდაშვილმა ძირითადში ადგილი “სევილიასთან” ჩატარებული ცუდი მატჩის შემდეგ დატოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ზიდანი მოიყვანეთო: მანჩესტერი ფრანგს ელაპარაკა

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატს ყოველ ორ წელიწადში ჩაატარებს: ფედერაციებს უკვე შეატყობინეს – რამდენს დაფრინავს მესი