in ,

იუვენტუსი vs პორტო: პროგნოზი, კომენტარები

ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი 1/8 ფინალები იწყება. საინტერესო მატჩი გველოდება ტურინში, სადაც „იუვენტუსი“ პორტუგალიურ „პორტოს“ მიიღებს. პირველი შეხვედრის ანგარიშმა ინტრიგა გააჩინა. პორტოელებს 2:1 აქვთ მოგებული და მადაზეც მოვიდნენ, რომ იქნებ სენსაცია მოახდინონ. ის, რომ ანგარიშმა ინტრიგა დატოვა, ამის თაობაზე ტურინელთა მწვრთნელმა ანდრეა პირლომაც ილაპარაკა.

სენსაცია დრაგაუზე: პორტომ იუვენტუსი დაამარცხა

ანდრეა პირლო („იუვენტუსის“ მწვრთნელი):
„რონალდო მწყობრშია, ასეთი მატჩები მისია. ის მოწადინებულია.
კრიშტიანომ მოახერხა დასვენება, ერთი სული აქვს როდის დაიწყება თამაში“.

ლეონარდო ბონუჩი:
„თამაშზე მთელი გულით გავალთ. ჩვენ პატივს ვცემთ „პორტოს“, მაგრამ ბრძოლის მიზნითა და სურვილით შედეგს მივაღწევთ.
ფრთხილად უნდა ვიყოთ და ნებისმიერ ფასად გატანის სურვილის გამო ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ველოდებით, რომ „პორტო“ სათამაშოდ მოვა და არა დაცვაში ჩასადგომად“.

სერჟიო კონსეისაო („პორტოს“ მწვრთნელი):
„ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაისურზე ამოტვიფრული გერბი არ შეარცხვინონ. „პორტოს“ დიდი ისტორია აქვს ამ ტურნირზე.
დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ. ასეთად კი მხოლოდ მოგებას ჩავთვლით“.

ფორმა

„იუვენტუსი“

ბოლო მატჩების სტატისტიკა: მმფმწწ
ბოლო მატჩი: “იუვენტუსი”-“ლაციო” 3:1
ჩემპიონატში: მე-3 ადგილი

„პორტო“

ბოლო მატჩების სტატისტიკა: მწფმმწწ
ბოლო მატჩი: “ჟილ ვისენტე”-“პორტო“ 0:2
ჩემპიონატში: მე-2 ადგილი

სავარუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი”: შჩესნი – კუადრადო, დე ლიგტი, ალექს სანდრო – კიეზა, რაბიო, არტური, რამზი – მორატა, რონალდო.

„პორტო”: მარჩესინი – მანაფა, პეპე, დიოგო ლეიტე, ზაიდუ – სერჟიო ოლივეირა, ურიბე, ოტავიო, კორონა – მარეგა, ტარემი

ტრავმა: დიბალა
კარანტინი: ბენტანკური
კითხვის ნიშნის ქვეშ: დე ლიგტი – კორონა, გრუიჩი, მბება

ბუქმეკერები ბუნებრივია ფავორიტად „იუვენტუსს“ მიიჩნევენ. ტურინელთა გამარჯვებაზე 1.5-ზე ნაკლებია კოეფიციენტი. ფრეზეა – 4.7, ხოლო „პორტოს“ გამარჯვებაზე დაახლოებით – 7.5.

[poll id=”9625″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: პირისპირ ბუნებასთან: გულშემატკივრების გარეშე მესტალიაზე ბალახი ამოვიდა

ვიდეო: ძლიერები არასდროს ჩერდებიან – მესი, სერენა და ჟესუსი რეკლამაში ერთად გადაიღეს