საოცარ ფორმაშია ერიკ ტენ ჰაგის გუნდი – “ემიუმ” ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო და გუშინ მსხვერპლი ლიგ ვანის ბინადარი “ჩარლტონ ატლტიკი” იყო.
ჯერ ანტონიმ და შემდეგ რაშფორდმა ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი, რამაც ლიგის თასის 1/2 ფინალური საგზური გამოადგნო.
მატჩის დასრულების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა ასეთი რამ თქვა:
“შესანიშნავი პერფორმანსი ვნახეთ, მაგრამ თადარიგის მოთამაშეებს ვეტყვი, რომ ასეთი შანსებისთვის მზად უნდა იყვნენ, სხვაგვარად როტაცია წარმოუდგენელია”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
დღეს კიდევ 2 სათასო მატჩი გაიმართება და ნახევარფინალისტებიც ბრმა წილისყრით დაწყვილდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings