in ,

იტალიის ზედა ნაწილში არაფერი შეცვლილა – XII ტური

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში ცვლილება არ მომხდარა: ვერ მოიგო ლიდერმა “ნაპოლიმ”, სამაგიეროდ თანალიდერმა “მილანმა” და მდევარმა “ინტერმაც” ფრედ ითამაშეს (ერთმანეთში) და სტატუს-ქვო არ დარღვეულა.

დერბი დე ლა მადონინაში მილანურმა გუნდები გოლები უცებ გაცვალეს და მერე მეტი აღარ გაუტანიათ. ყოფილმა “მილანელმა” და ახლა უკვე “ინტერელმა” ჩალჰანოღლუმ პენალტი გაიტანა (11 წთ), ხოლო იქვე დე ვრიმ საკუთარ კარში ჩაჭრა (17 წთ) და ანგარიში გათანაბრდა. მოკლედ, “მილანმა” ვერ ისარგებლა იმით, რომ “ნაპოლიმ” ცოტა ხნით ადრე ქულები დაკარგა და ახლა ორივე ლიდერს 32 ქულა აქვთ. “ინტერი” 25 ქულით მესამეა.

“ნაპოლის” გოლი იშტაზე მოსულმა ჯოვანი სიმეონემ გაუტანა, დი ლორენცომ მალევე აღადგინა წონასწორობა. მეტი მარადონას მაისურებიანებმა ვერაფერი გააწყვეს, არადა სტუმრებმა 9 ფეხბურთელით დაამთავრეს შეხვედრა, ხოლო “ნაპოლის” არაერთი მომენტი ჰქონდა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21-ში “ინტერი”-“ნაპოლია”.

„იუვენტუსმა“ პირველად მოიგო სერიას ბოლო 4 მატჩში.

ალეგრის 200 მოგება დაუგროვდა „იუვენტუსის“ მწვრთნელობისას. ის კლუბის ისტორიაში მესამე სპეციალისტია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ალეგრი: „იუვენტუსი“ გაბრაზებული უნდა იყოს, აქამდე დაკარგული ქულების გამო“.

„ატალანტას“ დამრიგებელმა გასპერინიმ მე-200 მატჩი მოიგო სერია ა-ში მწვრთნელის როლში.

საინტერესოდ თამაშობს “ტორინო”, რომელიც წაგება-მოგებას ანაცვლებს. ბოლო თამაშების შედეგები – წაგება, მოგება, წაგება, მოგება, წაგება…

“ჯენოამ” ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და გასავარდნ ზონაში დარჩა.

“კალიარიმ” ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეა.

მოურინიოს “რომას” ბოლო 7 მატჩში 4 წაგება აქვს და მხოლოდ 1 მოგება.

მოურინიო: “როგორ შეიძლებოდა ამდენი მომენტის შექმნა და ვერგატანა?”

“ვენეციამ” 1999 წლის შემდეგ პირველად მოახერხა “რომას” დამარცხება.

სერია ა – XII ტური

ემპოლი – ჯენოა 2:2
სპეცია – ტორინო 1:0
იუვენტუსი – ფიორენტინა 1:0
კალიარი – ატალანტა 1:2
ვენეცია – რომა 3:2
სამპდორია – ბოლონია 1:2
უდინეზე – სასუოლო 3:2
ლაციო – სალერნიტანა 3:0
ნაპოლი – ვერონა 1:1
მილანი – ინტერი 1:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მტკივა: ლივერპულს პირველად ჩაქუჩებისგან მოხვდა – XI ტური

3:3 – გრანდებს დაავიწყდათ, რომ თამაში ბოლომდეა – XII ტური