საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა და ლოგიკურად დათმო – იტალიასთან 8:18.
მეტოქემ თავიდანვე კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 4:1 მოიგო. უპირატესობა მეორე პერიოდში 6 ბურთამდე გაიზარდა და იტალიამ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მესამე და მეოთხე პერიოდებში საქართველოს ნაკრებმა 5 ბურთის გატანა შეძლო, მაგრამ ბუნებრივია ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.
ჩვენები იტალიის უძლიერეს გუნდთან ერთად ფინალურ ეტაპებზე ზედიზედ მეხუთედ მოხვდნენ ჯგუფში. აპენინელები ოლიმპიური თამაშების 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, მსოფლიოს ჩემპიონატების 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს, მსოფლიოს თასის 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს, მსოფლიოს ლიგის 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან. ჩვენებმა იტალიელებთან ოთხივე შეხვედრა წააგეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საქართველო – იტალია 8:18 (1:4, 2:5, 4:6, 1:3)
საქართველო: რაზმაძე, ვაპენსკი (2), დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე (1), ელაჩა (1), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (კ), მაგრაქველიძე, ადეიშვილი, ვასიჩი (1), შუბლაძე
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/1661964455514_GettyImages-1024x576.jpg)
ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს და მოგების შემთხვევაში პლეი-ოფში ითამაშებს. მატჩი 2 სექტემბერს, 12:30-ზე დაიწყება – პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სლოვაკეთთან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილისთვის მატჩი წავაგეთ 9:10, სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ რევანში ავიღეთ – 8:6. რამდენიმე თვის წინ კი ევროპის საკვალიფიკაციოზე 18:16 მოვუგეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings