სერია ა-ს 30-ე ტურში ევროტურნირებზე და მით უფრო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მსურველმა ყველა გუნდმა მოიგო და ცხრილში არაფერი შეცვლილა. ამის გაკეთება კინ მარტივი არც ერთისთვის არ ყოფილა. ლიდერმა „ინტერმაც“ კი მხოლოდ კინკილა გოლით აჯობა გასავრდნ ზონაში მყოფ „კალაირის“ და რა ხანია ისევ უდანაკარგოდ მიდის. მის ჩემპიონობას წყალი აღარ გაუვა. მილანელებს 74 ქულა აქვთ და 11 ქულით უსწრებენ თანაქალაქელ „მილანს“, რომლის უძველესი რეკორდი მოხსნა.
„მილანმა“ და “იუვენტუსმა” ერთნაირი ანგარიშებით მოიგეს და მათ შორის სხვაობა ისევ 1 ქულაა (63 vs 62 ქულა). 61 ქულა აქვს „ატალანტას“, რომელმაც ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და სწორედ ბერგამოელები არიან ამჟამად მე-4 პოზიციაზე, რომლის მთავარი მდევარი „ნაპოლია“ (59 ქულა). ნეაპოლელებს და ბერგამოელებს კი მომდევნო ტურში სერიოზული გამოცდა ელოდებათ. „ნაპოლი“ წაუგებელ „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო“ ატალანტა“ მის წინ 1 ქულაში მდგომ „იუვენტუსს“ მიიღებს.
ვიდეო: ზლატანი მსაჯთან ლაპარაკის გამო გააგდეს – რა უთხრა ამისთანა?
სამპდორია – ნაპოლი
„ინტერმა“ სერია ა-ს მეორე წრეში ყველა, 11-ვე მატჩი მოიგო და „მილანის“ 31 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა.
„მილანმა“ ჩემპიონატის ერთ სეზონში გასვლაზე მოგებების რაოდენობით საკლუბო რეკორდი მოხსნა. „როსონერიმ“ მე-13 საგარეო თამაში მოიგო.
კესი – კაკას შემდეგ „მილანის“ პირველი ნახევარმცველია, რომელსაც სერია ა-ს 30 ტურის შემდეგ 10+ გოლი აქვს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „პარმასთან“ მატჩში გააძევეს. ეს შვედისთვის მე-8 წითელი ბარათია ტოპ 5 ლიგაში.
„ატალანტამ“ სერია ა-ში ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო.
ფიორენტინა – ატალანტა
სერია ა – 30-ე ტური
სპეცია – კროტონე 3:2
პარმა – მილანი 1:3
უდინეზე – ტორინო 0:1
ინტერი – კალიარი 1:0
იუვენტუსი – ჯენოა 3:1
სამპდორია – ნაპოლი 0:2
ვერონა – ლაციო 0:1
რომა – ბოლონია 1:0
ფიორენტინა – ატალანტა 2:3
ორშაბათი, 12 აპრილი
ბენევენტო – სასუოლო
GIPHY App Key not set. Please check settings