in

ინგლისში ტოტენჰემი გაყიდული ბილეთებით ყველაზე ცუდია, ჩელსი მეორეა

„ტოტენჰემი“ – პრემიერლიგაში საშინაო მატჩებზე გასაყიდი ბილეთებისგან შემოსავლების დაკარგვით ლიდერია.

Daily Mail-ის კვლევის მონაცემებით, „მამლების“ სტადიონზე საშუალოდ თითო მატჩზე 8284 ცარიელი ადგილი რჩება. გაუყიდავი ბილეთების გამო „ტოტენჰემი“ 200 ათას ევროზე მეტს კარგავს – ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია ინგლისში.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი ლონდონური კლუბია, „ჩელსი“. „სტემფორდ ბრიჯზე“ საშუალოდ დაახლოებით 3000 ცარიელი სავარძელი რჩება და კლუბის დანაკარგი სათამაშო დღე 185 ათასამდე ადის.

„საუთჰემპტონმა“ და „ბარნლიმ“ მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს არარეალიზებული ბილეთების გამო და ისინი 130 ათას და 122 ათას ევროთი ნაკლებს იღებენ. ხუთეულს ასრულებს „სიტი“ – ჩემპიონი გუნდი 104 ათას ევროს კარგავს.

ათეულში ასევე მოხვდნენ: „კრისტალ პალასი“ (80 ათასი), „უოტფორდი“ (72 ათასი), „ლიდსი“ (48 ათასი), „ვესტ ჰემი“ (47 ათსი) და „ნიუკასლი“ (46 ათასი).

ბილეთების გამო ყველაზე ცოტას კარგავს „ლესტერი“. „მელიების“ საშინაო მატჩებზე ცარიელი საშუალოდ 251 ადგილი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლესტერი“ სულ რაღაც 7800 ევროს კარგავს შინ თამაშისას.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0