in

ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ლამაზი ავტოგოლი: ამის გამო ქინქლაძის სიტი მესამე ლიგაში გავარდა

24 წლის წინ, 1998 წლის 15 აპრილს მანჩესტერის „მეინ როდზე“ პირველი დივიზიონის (ამჟამად ჩემპიონშიფი) თითქოს ერთი ჩველებრივი მატჩი ჩატარდა.
45-ე ტურში „სიტი“ მასპინძლობდა „ქუინზ პარკ რეინჯერსს“. ეს აუტსაიდერების ბრძოლა იყო ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მასპინძლებს მარტო მოგება აწყობდათ.

უკვე პირველ წუთზე გიო ქინქლაძემ გახსნა ანგარიში. ანგარიში მალე გათანაბრდა: 21-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, რომ შეუსაბამობის ნებისმიერ ვიდეოკოლაჟში მოხვდება.

ქპრ-ს შეტევა იყო, მასპინძელთა ნახევარმცველმა ჯეიმი პოლოკმა დასწრებაზე ითამაშა, ელეგანტურად გადაუგდო ბურთი მეტოქეს თავზე, შემდეგ კი თავით გადაუგდო საკუთარ მეკარეს!

საბოლოოდ 2:2. ბოლო ტურში „სიტიმ“ “სტოკი“ კი გაანადგურა, მაგრამ 22-ე ადგილზე დარჩა და მესამე დივიზიონში გავარდა. გადარჩენილ ქპრ-სთან სხვაობამ 1 ქულა შეადგინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისში ალაპარაკდნენ, რონალდო არსენალში უნდა გადავიდესო

მიქაუტაძე იკარდის შეადარეს: ქართველი მკვლელი