საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა გიორგი კვესელაძემ, რომელმაც 2020 წლის “შემოდგომის ერთა თასზე” ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ სარაგბო კლუბ “გლოსთერში” გადავიდა, გასულ უქმეებზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურის შეხვედრაში 23 წლის ქართველი შუამარბის “გლოსთერი” “ნორჰემპთონს” დაუპირისპირდა და 31:7 დაამარცხა. კვესელაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და დაცვაში ძალიან დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ქართველმა მორაგბემ მთელი მატჩის განმავლობაში 10 ბოჭვა შეასრულა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/rugby1_20.jpg)
კვესელაძე სარაგბო კლუბ მარნეულის “არმაზის” აღზრდილია და “გლოსთერს” სწორედ “არმაზიდან” შეუერთდა.
“გლოსთერმა” ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა და 36 ქულით 12-გუნდიან ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. კვესელაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 17 მაისს ისევ სტუმრად, ლიდერ “ბრისტოლთან” ელის.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings