in ,

იბრა, ბუსკეტსი, კვარა: ხვიჩა სამი ტურის სიმბოლურშია

ქართული ფეხბურთის იმედი ისევ გამოარჩიეს. ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored.com-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის პირველი 3 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სიაში 7.8 ქულით საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

სიაში ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც: სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში შეყვანილი ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი შეფასებები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღეს.

B ჯგუფის პირველი სამი ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება.

მეკარე: ნორდფელდტი 7.0 (შვედეთი)

მცველები: ლუსტიგი 6.9 (შვედეთი), ლინდელოფი 7.5 (შვედეთი), ჰელანდერი 7.0 (შვედეთი), ჯორდი ალბა 7.6 (ესპანეთი)

ნახევარმცველები: კლაესონი 7.4 (შვედეთი), ბუსკეტსი 7.6 (ესპანეთი), კოკე 7.6 (ესპანეთი), კვარაცხელია 7.8 (საქართველო)

თავდამსხმელები: იბრაჰიმოვიჩი 7.8 (შვედეთი), ისაკი 7.4 (შვედეთი)

ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი გრანდია დაინტერესებული და მათ შორის ყველაზე მეტად “სევილია” აქტიურობს. უცხოელები წერენ, რომ ხვიჩა აუცილებლად ითამაშებს ისეთ მაღალი დონის კლუბში, როგორიც მადრიდის “რეალია”, მაგრამ მანამდე მას შუალედური კლუბი სჭირდება.

ესპანური მედია: კვარაცხელია გრანდში აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ ჯერ შუალედური კლუბი სჭირდება

კვარაცხელია დროს უსწრებს: ხვიჩა ჰაალანდთან და ედეგორთან ერთად ტალანტების სიაშია

დღეს, რუსულ მედიაში ყაზანის “რუბინის” სპორტული დირექტორის რუსტემ საიმანოვის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავს, რომ “რუბინი” გუნდს აშენებს და მიზანი გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ თუ საინტერესო წინადადება იქნება, აუცილებლად დაფიქრდებიან.

რუბინის დირექტორი: გუნდს ვაშენებთ და ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ვფიქრობთ

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, მაგრამ წესით ხვიჩა რუსეთში დიდი ხანი არ უნდა დარჩეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კახა ცხადაძე: თავს ნუ მოვიტყუებთ, ბერძნებთან ერთი პოზიციური შეტევაც არ გვქონია

შევჩენკო წავიდა: უკრაინა მწვრთნელის გარეშე დარჩა