in

იანისი დაფრინავს! ევროპელმა მონსტრებმა ამხანაგურად იბრძოლეს

სანამ ევროპის ჩემიონატი დაიწყება, ყველა გუნდი კომპლექტდება და მთელს არსენალს ამზეურებს. საბერძნეთს იანისი და ძმანი მისნი შეუერთდნენ, ესპანეთს ერნანგომესები, რუბიო, გარუბა და სხვანი.

გუშინ, ევროპული კალათბურთის მონსტრებმა ამხანაგური მატჩი გამართეს და ბერძნებმა 86:70 გაიმარჯვეს. უბრალოდ შეუჩერებელი იყო იანის ანტეტოკუმპო, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი გაატარა. წარმოიდგინეთ, სათამაშო დროის ნახევარი და თავი 31 ქულას! და 10 მოხსნას მოუყარა… მგონი, კომენტარს არ საჭიროებს.

ესპანელთაგან კი ვილი ერნანგომესმა 15 ქულა ჩააგდო და გამორჩეული, სწორედ ის გახლდათ.

ბერძნები მსოფლიოს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს ჯერ 25 აგვისტოს სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 28-ში ბელგიელებს დაუპირისპირდებიან, 2 სექტემბრიდან კი ასპარეზობას ევრობასკეტზე განაგრძობენ.

იმავე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესპანელები 24 და 27 აგვისტოს ჩაატარებენ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ჯერ ისრაელს, შემდეგ კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან; ევრობასკეტზე კი 1-ელ სექტემბერს ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს “ლა როხა” საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში VAR წლის ბოლომდე უნდა დაინერგოს

ინგლისის ლიგის თასზე მეორე რაუნდის წყვილები ცნობილია