in ,

თქმაც რად უნდა: აშშ ისევ ოლიმპიური ჩემპიონია

აშშ-ს კალათბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ტოკიო 2020-ის ფინალში ამერიკელებმა საფრანგეთი დაამარცხეს 87:82 (22:18, 22:21, 27:24, 16:19). ამერიკელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო კევინ დიურანტი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. ფრანგების მხრიდან 16-16 ქულა აიღეს რუდი გობერმა და ევან ფურნიემ.

გავიხსენოთ, რომ ამ ტურნირზე აშშ-მ ჯგუფში სწორედ საფრანგეთთან წააგო, რაც ოკეანისგაღმელთა პირველი დამარცხება იყო ბოლო 17 წელიწადში. აშშ ოლიმპიურ ოქროს პეკინი 2008-დან მოყოლებული არავის უთმობს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში 20-დან მხოლოდ 4 შემთხვევაში არ მოუგია აშშ-ს ოქროს მედლები. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე კი აშშ-ს მთელ დელეგაციას ბოიკოტის გამო მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0