in ,

თქვენ ამას ვერასდროს იმღერებთ – V ტური

პრემიერლიგაში მე-5 ტური შუა კვირაში გაიმართა და მთელი რიგი საინტერესო ამბები მოხდა. პრინციპში უფრო ძველი ამბები განმეორდა. მაგალითად, „ლივერპულმა“ გაიხსენა ბოლო წამებზე გამოგლეჯილი გამარჯვების გემო, „ნიუკასლს“ გადამწყვეტი ბურთი 90+8 წუთზე გაუტანა (კარვალიო). ჰოლანდმა კიდევ ერთხელ შეაგდო სამი გოლი და ა.შ.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ, თქვენ კი ამაზე ვერასდროს იმღერებთ“ – „ნოტინგემის“ ფანები „სიტისთან“ მატჩზე აი ამას მღეროდნენ. „ქალაქელებმა“ 6 გოლით გაამწარეს და ვინ იცის იქნებ უკვე ერთი წლისთავზე „სიტის“ ქომაგებმა ამავე ტექსტით უპასუხონ.

“არსენალმა“ კი მეხუთე თამაშიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნი მატჩი სტუმრად „მანჩესტერთანაა“.

სხვა მხრივ, სამი გუნდია წაუგებელი და სამი მოუგებელი, პირველად წააგეს „ბრაიტონმა“ და “ნიუკასლმა”, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს „მანჩესტერმა“ და „ლივერპულმა“ და ცხრილში მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიდიან.

„სიტიმ“ 5+ გოლი გაიტანა გვარდიოლას ხელში 32 პრემიერლიგურ მატჩში.

ჰოლანდმა უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე პრემიერლიგის 15 გუნდმა. ნორვეგიელს 5 მატჩში 9 გოლი აქვს.

ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა. ეს მანამდე 6 ფეხბურთელს გამოსვლია. ესენია – ლეს ფერდინანდი, იან რაიტი, ტიერი ანრი, დიდიე დროგბა, უეინ რუნი და ჰარი კეინი (ორჯერ).

მარტო რონალდომ და ჰოლანდმა შეასრულეს ორი ჰეთ-ტრიქი 2022 წელს ჩემპიონატში.

გვარდიოლა: „ჰოლანდს და ალვარესს განსაკუთრებული საგოლე ალღო აქვთ – ამის სწავლა რთულია. ერლინგი გუნდს თავისი მენტალობით აღაგზნებს“.

კლოპი 98-ე წუთზე გატანილ გოლზე: „იდეალურია რთულ, ვნებიან მატჩში გამარჯვებისთვის“.

არტეტა: „არსენალის“ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი, 5 გოლის გატანა შეგვეძლო“.

ტუხელი: „არ არის საკმარისი 20-25 წუთი ითამაშო სასურველ დონეზე. მარტივია „ჩელსის“ წყობიდან გამოყვანა“.

სტერლინგმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მას 4 (3+1) ქულა აქვს 5 მატჩში.

პრემიერლიგა – V ტური

ფულჰემი – ბრაიტონი 2:1
კრისტალ პალასი – ბრენტფორდი 1:1
საუთჰემპტონი – ჩელსი 2:1
ლიდსი – ევერტონი 1:1
სიტი – ნოტინჰემი 6:0
ბორნმუთი – ვულვერჰემპტონი 0:0
არსენალი – ასტონ ვილა 2:1
ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 1:1
ლივერპული – ნიუკასლი 2:1

1 სექტემბერი

ლესტერი – მანჩესტერი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს საქართველო ევროპაა, ევროპა დღეს საქართველოშია – ბელგიის მოგებით დაწყება უნდა გავიმეოროთ

ვიდეო: ლამაზი და ეფექტური გოლები პოლონეთში – ლეგიონერების ამბები