in

თურმანიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე: დღეს ოქროს ველით

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველმა ფალავანმა რამაზ თურმანიძემ (57 კგ) უკრაინელ კერიმოვს 5-3 მოუგო და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გიორგი ელბაქიძემ (70 კგ), გოგა მამიაურმა (79 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) კი სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლებისათვის საკუთარი ორთაბრძოლები დათმეს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ) ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში მან გერმანელი მეტოქე 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სომეხ რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ ვლადიმერ გამყრელიძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ). მათ ნახევარფინალები დათმეს რუს და თურქ სპორტსმენებთან. ფინალური ბლოკი დღეს საღამოს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულუხვი შეიხი, ბარსას კრედიტი და სატრანსფერო გეგმები – ამბები მოკლედ

ხორვატიის ნაკრების განაცხადი