in ,

თოფურია გამორჩეულ მებრძოლებში– არ გაგვიკვირდეს მან 2022 წელს სატიტულო ბრძოლა იჩხუბოს

ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Givemesport-მა ufc-ის პერსპექტიული მებრძოლები დაასახელა, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ და მათ 2022 წელს უნდა დავაკვირდეთ.

გამოცემამ 10 მებრძოლი გამოარჩია, რომელთა შორისაც ილია თოფურია სიაში მეოთხე ადგილზეა.

“ილია თოფურიას სურვილი ჰქონდა ის იმ დონემდე მისულიყო, რომ პატივისცემით მოპყრობოდნენ და რაიან ჰილის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მან ზუსტად ის დაამტკიცა, რაც უნდა დაემტკიცებინა.

ილია ძალიან ახლოსაა წონის ტოპ 15 მებრძოლს შორის შევიდეს და არც ის იქნება გასაკვირი, რომ 2022 წელს მან სატიტულო ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.”-წერს ბრიტანული გამოცემა

ილია თოფურია მომდევნო შეხვედრას რუსი მუსა ევლოევის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რივერო mls-ში მიდის: მამარდაშვილს ერთი კონკურენტი გამოაკლდა

გიორგი წიტაიშვილი: ჯერ კიევში დავბრუნდები და მერე გადაწყდება ჩემი მომავალი