ბოლონიური “ვირტუსი” იტალიის სერია ა-ს ფინალურ სერიაში ისევ ჩამორჩა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სერიის მორიგი მატჩი მილანში გამართა, სადაც მასპინძელმა “არმანი იქსჩეინჯმა” 94:82 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში (ყველაზე მეტი დრო სტუმართა რიგებში) 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/large-2-2-11-1024x576.jpg)
სტუმართა რიგებში საუკეთესო დანიელ ჰეკეტი (18 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) იყო, ხოლო მილანელებს ნიკოლო მელიმა (22 ქულა) და შევონ შილდსმა (19 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სერია A-ს ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი 14 ივნისს ისევ მილანში შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings