VTB ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ და 2022 წელს პირველი მარცხი იწვნია.
ცსკა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუპირისპირდა და 68:81 წააგო. თორნიკე შენგელია მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 18:29 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
VTB ლიგის მიმდინარე სეზონში ცსკა-ს 8 მოგება, 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings