in ,

თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით, თუ… ვილი სანიოლს უნდა, რომ ცდებოდეს

საქართველოს ნაკრებს, რომელმაც ერთა ლიგა დიდებულად დაიწყო და ზედიზედ ორი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, დღე საღამოს ალბათ მთავარ კონკურენტთან უწევს ბრძოლა.

საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ადგილობრივი და ქართული მედიის შეკითხვებს ვილი სანიოლთან ერთად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა.

ვილი სანიოლი:

“ეს იგივე ტურნირია, თუმცა სრულიად სხვა კონტექსტი. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია არა იმაზე ფიქრი, რაც 18 თვის წინ მოხდა, არამედ იმაზე, თუ რა იყო რამდენიმე დღის წინ, როგორ დავიწყეთ ტურნირი და რამდენად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თამაშის და ინტენსივობის დონე. ამ გუნდურ სულისკვეთებას თუ შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ, თბილისში 48 საათის შემდეგ კარგი მოგონებებით დავბრუნდებით.

29 ფეხბურთელი გვყავს და ყველა ჯანმრთელია. ისინი მზად არიან სათამაშოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფის ფავორიტია და დღესაც ამ აზრზე ვარ. ჩემი სიტყვები ჩრდ. მაკედონიის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარეობდა – კვალიფიკაცია ევროპის ჩემპიონატზე, გამარჯვება იტალიასთან და გერმანიასთან. რა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის შედეგებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფის პირველი ნომერი იყო ჩემთვის და ეს მოსაზრება არ შემიცვლია. მხოლოდ ორი თამაში ვითამაშეთ და წინ კიდევ ოთხი მატჩი გველის. ერთმანეთის წინააღმდეგაც ორი თამაში გვაქვს ჩასატარებელი. საბედნიეროდ, ფეხბურთი მხოლოდ სიტყვები არაა და გადამწყვეტია, თუ რა ხდება მოედანზე. იმედი მაქვს, ჩემი მოთამაშეები დაამტკიცებენ, რომ ვცდებოდი”.

ნიკა კვეკვესკირი:

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალური მატჩის ყველას გვახსოვს. ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ის ტკივილი, რაც იმ წარუმატებლობამ დატოვა, მთელი კარიერის და ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევაა.

გარედანაც ჩანს გუნდში არსებული ატმოსფერო და იმიტომ არის ასეთი კარგი, რომ ფეხბურთელები არა მეტოქის წინააღმდეგ თამაშობენ, არამედ თამაშობენ საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ამიტომაც არის, ასეთი სულისკვეთება, კავშირი ახალგაზრდებსა და გამოცდილ მოთმაშეებს შორის და ეს ქმნის ამ გარემოს. ხვალინდელი თამაში, რევანშზე მეტად, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გასახარებლად არის.

ისეთ ფეხბურთელების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც საგოლე პასი და გუნდელების დახმარება ურჩევნია გოლის გატანას. პენალტის დარტყმა ჩემი და თანაგუნდელების გადაწყვეტილებაც იყო, თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მოედანზე გოლის გატანის მოტივაციით არ გავდივარ. ჩემი მთავარი მოტივაცია გუნდის დახმარება და გამარჯვების მოპოვებაა”.

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

This image has an empty alt attribute; its file name is kjr_7103-1024x683.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გეკითხათ და გეტყოდით. დინამოს აკადემიის ყოფილი მწვრთნელი თანამემამულე ბულგარელებს გაუწყრა

ეკვადორის მცველი კოლუმბიელია: ჩილე ჩივის და მუნდიალზე უნდა