საქართველოს ყველაზე ტიტულიანმაკლუბმა თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. “დინამოელებმა” ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღზევებულ “გაგრასთან” შეთანხმებას მიაღწია და მათი 22 წლის მეკარე დავით კერესელიძე დაიმატა.
კერესელიძემ ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კერესილიძე “გაგრას” ღირსებას ბოლო სამი წლის განმავლობაში იცავდა და განვლილ სეზონში გუნდის წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანა. მან 16 შეხვედრაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარეც გახდა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/270203596_4654275641315132_1748145606072225377_n-Cropped.jpg)
თბილისელები მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებენ. “დინამო” ბელარუსული ბრესტის “დინამოს” 21 წლის თავდამსხმელის ალექსანდრ შესტიუკის დამატებას ცდილობს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შესტიუკმა გასული სეზონი “დინამო ბრესტის” შემადგენლობაში გაატარა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
მოგეხსენებათ, თბილისის “დინამომ” იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას: ნიგერიელი გოდფრი სტეფან ბიტოკი უკრაინელი სტანისლავ ბილენკი და ბელარუსი დმიტრი ანტილევსკი დაიმატა.
GIPHY App Key not set. Please check settings