in ,

ზურიკოს პრობლემები აქვს: რა ხდება ბორდოში – დავითაშვილი ვერ წარადგინეს

ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა და საფრანგეთში წავიდა იჯარით, მართალია ამჟამად ლიგა 2-ის ბინადარ, მაგრამ ძალიან ცნობილ გუნდში.

„ბორდოს“, როგორც ხდება ხოლმე, ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა ქართველი ახალწვეულის ტრანსფერი, მაგრამ ასე არ მოხდა. სატრანსფერო ფანჯარა კი ტოპ 5 ჩემპიონატებისთვის დაიხურა.

არადა, ზურიკომ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კონტრაქტიც (იჯარა გამოსყიდვის უფლებით) გააფორმა.

როგორ ირკვევა და ფრანგული პრესა წერს, კლუბმა კი გააგზავნა დავითაშვილის დოკუმენტები ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ იქიდან ვერ მიიღო დასტური.

რატომ? საფრანგეთშიც დაწესებულია ე.წ. “სახელფასო ჭერი” ანუ სახელფასო განაკვეთი და აქ გაიჭედა „ბორდო“. კლუბს გასაშვები ჰყავს ერთი ან შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი, რომ ახლები დაარეგისტრიროს.

არადა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ბორდომ” 4 ფეხბურთელი წარადგინა.

„ეკიპი“ წერს, რომ ორი ფეხბურთელი დათანხმდა ჯამაგირის შემცირებას, რათა კლუბს სხვა ტრანსფერებში ხელი არ შეშლოდა, მაგრამ ეტყობა ეს ყველა ახალწვეულს ვერ გასწვდა.

იმედია, ეს მხოლოდ გაუგებრობაა, “ბორდო” მოაგვარებს პრობლემებს და დავითაშვილი თამაშს შეძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით – ბელგიელთა შეფასებები

თურქეთში ფეხბურთის ფედერაცია დაცხრილეს, ჰამით ალტინტოპს ტყვიამ თავთან ჩაუარა