ზურიკო დავითაშვილმა ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ბორდოს“ შემადგენლობაში, რომელმაც ლიგა 2-ის ბოლო ტურში შინ „პო“ დაამარცხა – 3:2.
38-ე ტურში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
17 წუთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივეჯერ საგოლე პასი დავითაშვილმა მიითვალა.
51-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში გაიხსნა და ერთი შეხებით ზუსტი დარტყმით „ბორდოს“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა: Sofascore – 9.2, flashscore – 8.6.
ცხადია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დავითაშვილი გახდა.
რაც შეეხება სეზონს, ჩვენიანმა 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 ასისტი შეასრულა, ამ მაჩვენებლით კი გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/05/Screenshot-2024-05-18-144705-1024x540.jpg)
ბორდო – პო 3:2
გოლები: 1:0 ვაისბეკი (7), 2:0 ლივოლანი (17), 2:1 მოჰამედი (46), 3:1 დავითაშვილი (51), 3:2 სილა (90+3)
„ბორდომ“ ჩემპიონატი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings