საქართველოს ნაკრების მორაგბე ზურაბ ჟვანია, რომელმაც ინგლისური “უოსპსი” ცოტა ხნის წინ დატოვა, კარიერას ფრანგულ “გრენობლში” გააგრძელებს. ჟვანიამ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იქ 2023 წლამდე ითამაშებს. “გრენობლი” ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს.
ზურაბ ჟვანიასთვის “გრენობლი” მეორე ფრანგული კლუბია. იგი 7 წლის განმავლობაში იცავდა “სტად ფრანსეს” ღირსებას, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი და რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის “ჩელენჯ თასის” გამარჯვებული გახდა.
ზურაბ ჟვანიას “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში 43 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings