in ,

ზივზივაძის ორი საგოლე პასი უნგრეთის თასზე: ბუდუს ფეჰერვარი მერვედფინალშია

წარმატებული მატჩი ჰქონდა უნგრეთის თასზე ბუდუ ზივზივაძეს. 1/16 ფინალურ შეხვედრაში ბუდუს “ფეჰერვარი” “ზუგლოს” დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ აღნიშნულ შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა და ორივე შემთხვევაში ნემანია ნიკოლიჩს გაატანინა.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 7 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, თასზე კი მან პირველად ითამაშა. ბუდუს “ფეჰერვარი” მერვედფინალშია და სეგედს ხვდება, ჩემპიონატში კი 11 მატჩიდან 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკული მედია:მატჩის 2 გადამწყვეტი მომენტი ბითაძემ შექმნა

დებიუტანტი მეკარე:სანიოლმა განაცხადი გამოაქვეყნა