in

ზელენსკის წასვლა შეეძლო, მაგრამ დარჩა და ამან გაგვაერთიანა: შევჩენკომ ჩერნობილის ამბავი გაიხსენა

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მუშაობა აღნიშნა.

„პოზიცია, რომელიც ზელენსკიმ დაიკავა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას წასვლა შეეძლო, მაგრამ გასაგებად მიანიშნა, რომ რჩება და ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყანა.
ამან გააერთიანა უკრაინელი ხალხი. ის ჩვენთან დარჩა და ჩვენ არ ვნებდებით. ბოლომდე დავიცავთ“.

შევჩენკომ ასევე გაიხსენა ჩერნობილის აეს-ზე მომხდარი ავარია.
ანდრეი კიევის ოლქის სოფელ დვორკოვშჩინაშია დაბადებული.

„როდესაც ჩერნობილი აფეთქდა, რეჟიმი ამას საიდუმლოდ ინახავდა. მაგრამ მამაჩემმა იცოდა, რადგან ის სამხედრო იყო. მან სახლში მოწყობილობა მოიტანა, რომელიც რადიაციას ზომავდა.

ფეხბურთს ვთამაშობდი საბავშვო მოედანზე. ბურთს დავარტყი და ის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავარდა. ავედი, სადაც კიდევ 6-7 ბურთი იყო. სახლში 3 ცალი მივიტანე, დანარჩენი ჩემმა მეგობრებმა წაიღეს.
მამამ ბურთი აიღო და რადიაციაზე შეამოწმა. ბურთის დაწვა მოგვიწია. აი ეს არის რეალური ისტორია“, – თქვა კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. პირველ სამ თვეში 31 ადამიანი გარდაიცვალა, 1987-დან 2004 წლამდე 19 ადამიანის გარდაცვალებაც მის შედეგებს უკავშირდება. ბევრმა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფობა გადაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

გორგოძემ ინგლისი დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალშია