ევროლიგამ 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის III ტურის მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაასახელა.
თორნიკემ მე-3 ტურში ზენიტთან 77:67 მოგებულ მატჩში ევროლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა – 33 ქულა. მის ანგარიშზე იყო 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 იყო, რაც არა მარტო მატჩში, მესამე ტურში აღმოჩნდა საუკეთესო. ტურში მეორე ადგილზე გავიდა მაიკ ჯეიმსი (მონაკო), შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი 34 კოეფიციენტით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings