პრემიერლიგა, ბუნდესლიგა და სერია A მიესალმებიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვას 1-ლი ტურის წინ, ლა ლიგა წინააღმდეგია.
„ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს კლუბებთან, გვსურს თუ არა დასრულებული სატრანსფერო პერიოდი ბუნდესლიგის პირველ ტურამდე მომავალ ზაფხულს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა წამყვან ევროპულ ლიგებთან ერთობლივი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – აცხადებენ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაში.
Kicker აღნიშნავს, რომ პრემიერლიგამ შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიიღო, მაგრამ ასეთ პირობებში მარტო მუშაობა არ სურს. გერმანიაშიც მიიჩნევენ, რომ სატრანსფერო პერიოდის შემცირებას აზრი აქვს. ამ საკითხზე დადებითი სიგნალები იტალიიდანაც მოდის.
ამასთან, ლიგა 1 ჯერ მხოლოდ აზრს აყალიბებს, მაგრამ ლა ლიგა წინააღმდეგია.

GIPHY App Key not set. Please check settings