in ,

ზამთრის ოლიმპიადა და პირველი მედლის მოლოდინში: მშობლიური ევრობასკეტი და მორიგი შანსი ერთა ლიგაზე – რას ველით 2022 წელს

სულ ცოტაც და 2021 წელი ისტორიის კუთვნილება გახდება. ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული წელი გამოვიდა და ჩვენ, გულშემატკივრები, ამ წელს ძალიან ბევრი დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ.

ართული ძიუდოს ტრიუმფი: ტალახიძის საოცრებები – ქართული სპორტის 2021 წელი

იმედია, დამდეგი წელიწადი კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოციით დატვირთული იქნება ქართული სპორტისთვის და შესაბამისად გულშემატკივრებისთვის.

ახლა კი, წარმოგიდგენთ იმ მთავარ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ქართველი ქომაგები 2022 წელს ველით.

პირველი ტურნირი, რომელიც უკვე ხვალ გამთენიისას დაიწყება საჩოგბურთო ATP CUP-ია, რომელზეც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები, დავით კვერნაძის კაპიტნობით, ჯგუფში არგენტინის, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

2022 წლის იანვარი ძალიან დატვირთული და ისტორიული იქნება ქართული ფუტსალისთვისაც. გასულ წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში გამართავს. ჯგუფში “ჯვაროსნების” მეტოქეები: აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და ესპანეთი იქნებიან.

2021 წელი ტრიუმფალური იყო ქართული ძიუდოსთვის. ქართველმა ძიუდოისტებმა წელს 107 მედალი მოიპოვეს და მათ შორის 33 ოქროს მედალი. 2022 წელს აალი ოლიმპიური ციკლი და სალიცენზიო ტურნირები აიღებს სტარტს და ჩვენი ძიუდოისტებისგან მორიგ ოქროეს მედლებს ველით.

ძიუდოისტთა პირველი დიდი ტურნირზე გაზაფხულში (29 აპრილი–პირველი მაისი) გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატს კი, 7-14 აგვისტოს ვიხილავთ.

ცოტა იმედგაცრუების წელი გვქონდა ჭიდაობაში. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილის ფინალის მონელება ალბათ კიდევ დიდხანს გაგვიჭირდება, მაგრამ იყო პოზიტიური და იმედისმომცემი ეპიზოდები, რომლებიც ამ, ჩვენთვის ტრადიციულ სპორტის სახეობაში, კარგ მომავალს გვიქადნის. ეს ახალგაზრდა ლერი აბულაძეა, რომელმაც უფროსების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის, 23-წლამდელებში კი, ოქროს მედალი მოიპოვა.

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი 28 მარტი-3 აპრილი გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი კი, 10-18 სექტემბერს გაიმართება.

საინტერესო და პირველი ქამრის მოლოდინი გვაქვს მომავალი წლისთვის UFC-ში. უკვე ცნობილია გიგა ჭიკაძისა და ილია თოფურიას მომავალი ბრძოლების თარიღები და მოწინააღმდეგეები. გიგა, რომელიც UFC-ის ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე ახლოსაა სატიტულო ბრძოლის მიღებასთან, 16 იანვარს, ლას ვეგასში, ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდება და ეს ღონისძიების მთავარი ჩხუბი იქნება. რაც შეეხება თოფურიას: 24 წლის მებრძოლი 23 იანვარს, UFC 270-ის ღონისძიებაზე დაუმარცხებელ ინგუშ მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები გველის თებერვალში. 4-20 თებერვლის ჩათვლით პეკინი ზამთრის 24-ე ოლიმპიადას უმასპინძლებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მერვე ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, რომელზეც ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ. . შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოციგურავეებმა ლიცენზიები მანამდე ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს – მორის ყვითელაშვილმა, ალინა ურუშაძემ, კარინა საფინა-ლუკა ბერულავას (სპორტულ წვილებში) და მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას (სპორტული ცეკვები) წყვილებმა. პეკინში ფიგურულ სრიალში გუნდური ასპარეზობა 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები 8-იდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

მთავარი სპორტული მოვლენა კი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიმართება საკალათბურთო ევრობასკეტია. თბილისი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

ილიას ზუროსის გუნდი პირველ სექტემბერს ბელგიას ეთამაშება, 3-ში – ესპანეთს, 4-ში – თურქეთს, 6-ში – ბულგარეთს და 7-ში – რუსეთს. საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022-ის პლეი-ოფს ბერლინი მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონისა და ევრო 2024-ის საგზურებისთვის იბრძოლებს. ვილი სანიოლისთვის, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი 5-გუნდიანი ჯგუფი ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე დაასრულა, ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშება საქართველოსთან ერთად გარკვეული წარმატების მიღწევის მეორე შანსია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალაძემ სპორტსმენები დააჯილდოვა

დავით ნინიაშვილი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მორაგბეა