in ,

ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება

მას შემდეგ რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სანაკრებო პაუზის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა და შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. “ჯვაროსნებმა” წლის ბოლო შეხვედრა, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ტრამვირებული ფეხბურთელებისა, სათადარიგო სკამზე დარჩნენ: გიორგი ლორია, გიორგი წიტაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე ოქრიაშვილი – ბოლო სამეული შეხვედრის მეორე ტაიმში ჩაერთო.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდი ცენტრზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. რეალური საგოლე შანსების შექმნას კი ვერცერთი გუნდი ახერხებდა. პირველი ტაიმის შუაწელს, სტანდარტულის გურამ კაშიას თავური მოჰყვა, უზბეკთა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა, უკრაინელმა არბიტრმა რომანოვმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. 25-ე წუთზე საქართველომ პირველი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, დავითაშვილს იუსიპოვმა აჯობა. საქართვრლოს ნაკრებმა შეცდომებს უხშირა, თუმცა სტუმრები საჩუქრების ვერ იყენებდნენ. 34-ე წუთზე შომურადოვმა რეალური საგოლე მომენტი გააცუდა. აზიელთა უპირატესობის მიუხედავად, 41-ე წუთზე კარგ კომბინაციას, დავითაშვილმა მცველს თავგზა აუბინა და ვოლკოვს გასატანად ჩაუწოდა (1:0). ტაიმის მიწურულს შანსი ყაზაიშვილსაც შეექმნა, თუმცა კვლავაც მეკარემ ივარგა.

მეორე ნახევარში ინიციატივა უზბეკეთის ნაკრებმა აიღო, საქართველოს ნაკრები აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთა. საწყისი აქტიურობის შემდეგ, შეხვედრას მშვიდი სახე მიეცა და უზბეკთა შეტევებს სიმწვავე მოაკლდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიას შორეული გასროლა სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა. 84-ე წუთზე არასპორტული საქციელის გამო, რომანოვმა აზაროვი და საიფიევი გააძევა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში მატჩში ახლად ჩართულმა გიორბრლიძის ეფექტური დრიბლინგს ხვიჩას არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. მატჩის კომპენსირებულ დროში უზბეკეთმა ბოლო ძალები მოიკრიფა, განიევის შორეული გასროლას კუპატაძე გაუმკლავდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამტრედიაში ფეხბურთელები გაიფიცნენ:გუნდში 3 თვის დავალიანებაა

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: თოკო და შერმადინი ნაკრებში მოდიან