in ,

სამტრედიაში ფეხბურთელები გაიფიცნენ:გუნდში 3 თვის დავალიანებაა

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას”ფეხბურთელები, კლუბში გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიშს წყვეტენ და ეროვნული ლიგის დარჩენილი ტურის მატჩებში გამოსვლას არ აპირებენ.

სამტრედიას ფეხბურთელები (ვინაობის გამხელა არ ისურვეს) Sport4me.ge-ს დაუკავშირდნენ და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრეს.

ფეხბურთელები ამბობენ, რომ კლუბს, მათთან, სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვს და გარდა იმისა, რომ მოთამაშეები კუთვნილ გასამრჯელოს ვერ იღებენ, “სამტრედიას” ხელმძღვანელობა, ბაზაზე მცხოვრებ ფეხბურთელებს საჭმელსაც კი არ აჭმევს.

მაშინ, როდესაც “სამტრედია” მოთამაშეებს ხელფასსაც კი არ უხდის და არც მათ კვებაზე ზრუნავს, ამ პირობებში, სპორტსმენებს თავად უწევთ, საკუთარი სახსრებით გამოკვება.

ფეხბურთელებმა უკვე დაწერეს წერილი, შეატყობინეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ, როგორც კლუბს, ისე ფეხბურთის ფედერაციას,

“სამტრედია”, ეროვნული ლიგის გათამაშების მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 20 ქულით, ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კლოდ სორელი დააჯილდოვეს

ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება