in ,

ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან იმედგაცრუებული წამოვედი – ქართველ ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლდათ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ვაისმა ეს წოდება თავის ქვეყანაში მესამედ დაიმსახურა. მან 2010 წელს სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გააღწია. საქართველოს ნაკრებში კი, ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. სწორედ, საქართველოში გატარებულ პერიოდზე ვაისმა სლოვაკურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად მთავარ მიზანს ვერ მივაღწიე, ვერ შევძელით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. ამიტომ არ ველოდი, რომ ვინმე გამიხსენებდა და წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელის ჯილდოს მე მივიღებდი.

ფინალის დღეს ჩვენს ავტობუსს ათასობით ადამიანი სტადიონამდე აცილებდა. გადამწყვეტ მატჩამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, “დინამო არენამდე” მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე.

საქართველოს ნაკრები აუცილებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება. რაც მათ აკლდათ, ეს დისციპლინაა.
მუშაობა სწორედ ამ კუთხით მიდიოდა. ამ ნაკრებში ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე არ სჯერათ, ამიტომ იქ მუშაობა ადვილი არ არის“, – თქვა ვლადიმირ ვაისმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

18 წლის გიორგი აბუაშვილი პორტოში ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია