ბრაზილიელი რონალდო ველოსიპედით მოგზაურობას იწყებს ვალიადოლიდან სანტიაგო დე კომპოსტელამდე.
მოგეხსენებათ, ფენომენად წოდებული ფორვარდი ესპანური კლუბის „ვალიადოლიდის“ აქციების 51%-ის მფლობელია და მას 450 კმ-ს გავა მოუწევს.
„მე დავპირდი, რომ წმინდა იაკობის გზას გავუყვები, თუ ლა ლიგაში დავბრუნდებოდით. რადგან სირბილი არ შემიძლია, ამას ველოსიპედით გავაკეთებ.
ეს შესანიშნავი იქნება. ვიცი, დავიტანჯები, მაგრამ შთაბეჭდილება სამუდამოდ დამრჩება“, – თქვა რონალდომ.
„ვალიადოლიდმა“მეორე ლიგაში ბოლო მატჩში „უესკას“ 3:0 მოუგო და გათამაშება მეორე პოზიციაზე დაამთავრა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings