ჩინეთის სპორტულმა ციფრულმა სააგენტომ Mailman Group კვლევა ჩაატარა და ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის 5 ყველაზე პოპულარული ლიგა, 5 ყველაზე პოპულარული კლუბი და 3 ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი დაასახელა.
რეიტინგი შედგა ადგილობრივ სოცქსელებში, როგორებიცაა Weibo და Douyin, გამომწერების რაოდენობის საფუძველზე.
ჩემპიონატებს შორის პირველ ადგილზე ინგლისის პრემიერლიგა გავიდა. მეორეზეა ლა ლიგა, მესამეზე – ბუნდესლიგა. ტოპ 5-ში ასევე მოხვდნენ ლიგა 1 და სერია ა.
რაც შეეხება კლუბებს, პირველ ადგილზე „ბარსელონა“ აღმოჩნდა. მეორე ადგილზე გავიდა „რეალი“, მესამეზეა „ჩელსი“. ხუთეულში მოხვდნენ „ბაიერნი“ და „ლივერპული“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ჩინეთში ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დაასახელეს.
მეორე ადგილზე გავიდა ნეიმარი, სამეული კი ლეო მესიმ დახურა.
GIPHY App Key not set. Please check settings