in

ვინ უტანს ყველაზე ხშირად ტოპ მეკარეებს: კრიშტიანო ყველგანაა, ერთის გარდა

ჩვეულებრივ კარგ მეკარეებს წარმატებული თამაშების მიხედვით აფასებენ: როგორ ეხმარებიან მცველებს, რამდენ სეივს გააკეთებენ და ა.შ.
წარმოგიგენთ ტოპ კლასის 5 მეკარეს ორი კრიტერიუმის მიხედვით და ფეხბურთელებს თუ ვინ გაუტანეს ყველაზე მეტი გოლი.

• ითამაშა 200-ზე მეტი მატჩი ტოპ 5 ლიგაში
• ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა მინიმუმ 50 მატჩი

ჯანლუიჯი ბუფონი
ფრანჩესკო ტოტი – 28 მატჩი / 11 გოლი
კრიშტიანო რონალდო – 8 მატჩი / 10 გოლი
კრისტიან ვიერი – 15 მატჩი / 8 გოლი
კრისტიანო ლუკარელი – 16 მატჩი / 7 გოლი
მაურო იკარდი – 8 მატჩი / 6 გოლი

იკარდი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელთან ერთად ბუფონს არ უთამაშია. ისინი რამდენიმე თვე ვარჯიშობდნენ ერთად პსჟ-ში.

იკერ კასილასი
ლიონელ მესი – 26 მატჩი / 18 გოლი
სამუელ ეტოო – 30 მატჩი / 9 გოლი
დავიდ ვილა – 24 მატჩი / 9 გოლი
დიეგო მილიტო – 7 მატჩი / 7 გოლი
ფერნანდო ლორენტე – 18 მატჩი / 7 გოლი

4 გოლი დიეგო მილიტომ გაიტანა ერთ შეხვედრაში, როდესაც ,,სარაგოსამ“ 2006 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალში 6:1 გაანადგურა “სამეფო კლუბი”.

მანუელ ნოიერი
კრიშტიანო რონალდო – 9 მატჩი/ 10 გოლი
მარკო როისი – 30 მატჩი / 9 გოლი
რობერტ ლევანდოვსკი – 15 მატჩი / 7 გოლი
შტეფან კისლინგი – 16 მატჩი / 7გოლი
მარტინ ჰარნიკი – 8 მატჩი / 6 გოლი

ერლინგ ჰაალანდმა შეძლო 5 გოლის გატანა ნოიერისთვის 6 შეხვედრაში, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვება ვერცერთხელ ვერ მოიპოვა. ნორვეგიელს ამის შანსი კიდევ მიეცემა.

ტიბო კურტუა
კრიშტიანო რონალდო – 10 მატჩი / 10 გოლი
ლიონელ მესი – 18 მატჩი / 9 გოლი
სერხიო აგუერო – 7 მატჩი / 5 გოლი
რომელუ ლუკაკუ – 13 მატჩი / 5 გოლი
ანხელ დი მარია – 16 მატჩი / 5 გოლი

რონალდოს კურტუასთვის საშუალოდ ყოველ 85 წთ-ში გაჰქონდა გოლი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტიბომ 6-ჯერ შეძლო მოგება, ხოლო რონალდომ მხოლოდ სამჯერ.

უგო ლორისი
სერხიო აგუერო – 15 მატჩი / 11 გოლი
კრიშტიანო რონალდო – 14 მატჩი / 8 გოლი
პიერ-ემერიკ ობამეიანგი – 15 მატჩი / 8 გოლი
რაჰიმ სტერლინგი – 21 მატჩი / 8 გოლი
ჯეიმი ვარდი – 12 მატჩი / 7 გოლი

ვარდი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით აიღო ლორისის კარი. აგუერომ, ობამეიანგმა და სტერლონგმა ორ, ხოლო რონლდომ სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოახერხა.

კრიშტიანო ტოპ მეკარეების წინააღმდეგ
11 გოლი – ობლაკი
10 გოლი – ბუფონი, კურტუა, ნოიერი
8 გოლი – დე ხეა, ლორისი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელის მორიგი აღიარება

თოკოს 8 ქულა ცსკა-ს არ ეყო: მოსკოველთა პირველი მარცხი 2022 წელს