in

ვინ და როგორ ითამაშებს მუნდიალის პლეი-ოფში

ევროპაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გაირკვა 10 ნაკრები (ევროპიდან), რომლებმაც გაინაღდეს ყატარის საგზური, 12 გუნდს კი გადათამებაში მოუწევთ ბრძოლა.

პლეი-ოფის რაუნდის მონაწილე 12-ვე გუნდი წუხელ დაკომპლექტდა.

განთესილები: პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი.

განუთესავები: თურქეთი, პოლონეთი, ჩრდ მაკედონია, უკრაინა, ავსტრია და ჩეხეთი.

ავსტრია და ჩეხეთი პლეი-ოფში ერთა ლიგიდან გავიდნენ.
რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთს არ შეახვედრებენ.

ნახევარფინალურ წყვილებს წილისყრა გაარკვევს, რომელიც 26 ნოემბერს ჩატარდება.

იქნება სამი გზა – A, B, C. ნახევარფინალი და ფინალი ერთი მატჩისგან შედგება.

ნახევარფინალები 214 მარტს გაიმართება, ფინალი კი 29 მარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ რუმინეთი გაანადგურა

არგენტინაც გავიდა, ინგლისი რეკორდებს აუმჯობესებს, იტალია ვერასდროს ვერ უგებს – შესარჩევის ფაქტები