Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში არ გამოდიან.
აღსანიშნავია, რომ ათეულში „აიაქსის“ ფეხბურთელები დომინირებენ, ზოგადად ნახევარი ნიდერლანდებიდან არიან. ათეულში მხოლოდ ერთი კაცია ევროპის ფარგლებს გარედან. სამი ფეხბურთელია პორტუგალიის ჩემპიონატიდან.
აი როგორი შედეგი მივიღეთ ტოპ 5 ლიგის საზღვრებს გარეთ :
- დავიდ ნერეში (36 მლნ ევრო, «აიაქსი», ნახევარმცველი);
- ანდრე ონანა (36 მლნ ევრო, «აიაქსი», მეკარე);
- ნიკოლა ვლაშიჩი (30 მლნ ევრო, ცსკა, ნახევარმცველი);
- სებასტიან ალერი (30 მლნ ევრო, «აიაქსი», ფორვარდი);
- ხესუს კორონა (30 მლნ ევრო, «პორტო», ნახევარმცველი);
- ალექს გრიმალდო (28 მლნ ევრო, «ბენფიკა», მცველი);
- გაბრიელ ვერონი (25 მლნ ევრო, «პალმეირასი», ფორვარდი);
- დარვინ ნუნიესი (25 მლნ ევრო, «ბენფიკა», ფორვარდი);
- ანტონი (25 მლნ ევრო, «აიაქსი», ნახევარმცველი);
- დონიელ მალენი (25 მლნ ევრო, ПСВ, ფორვარდი).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings