„ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის მომხდარი ინციდენტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაარჩია და მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ ვერდიქტები გამოიტანა:
ვინისიუსს წითელი ბარათი მოუხსნეს და შეუძლია ითამაშოს მომდევნო ტურში („რაიოსთან“).
„ვალენსია“ დაჯარიმდა 45 ათასი ევროთი;
სამხრეთი ტრიბუნა, საიდანაც ვინისიუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, 5 მატჩის განმავლობაში ცარიელი იქნება (ეს ტრიბუნა მარიო კემპესის სახელს ატარებს).
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ასე იქნება „ესპანიოლთან“ საშინაო მატჩში და ასევე გადავა მომავალი ჩემპიონატის პირველ შეხვედრებში.
„ვალენსიას“ შეუძლია 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს განაჩენი.
ალბათ, არ იზამს.
გიორგი მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა: მამარდა და კვარა ვინისიუსს მხარდაჭერას უცხადებენ
ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკება ჩააქრეს: ესპანეთში კი VAR-ის არბიტრი გააგდეს – როგორ ებრძვიან რასიზმს
GIPHY App Key not set. Please check settings