in ,

ვინისიუსი, ფოდენი, ბელინგემი და მამარდაშვილი – ქართველი სეზონის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ისევ გამოარჩიეს. ამჯერად, გიორგი სეზონის სიმბოლურ გუნდში Footballtakentscout.net-მა შეიყვანა.

გამოცემამ საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 2000 წლის შემდგომ დაბადებული ფეხბურთელები შეიყვანა. ახალგაზრდა ქართველი მეკარე ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც: ვინისიუს ჟუნიორი, ბაკაიო საკა, ფილ ფოდენი, ჯუდ ბელინგემი და იოსკო გვარდიოლი არიან.

გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილი Sofascore-მ top 5 ჩემპიონატში მოთამაშე 21-წლამდელ ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა, ესპანურმა Marca-მ კი, ლა ლიგის გასული სეზონის აღმოჩენად დაასახელა.

მამარდაშვილმა ლა ლიგის გასულ სეზონში “ვალენსიას” მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 8-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 2-ჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მეკარედ და 3-ჯერ აღიარეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (King of the match).

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციებით, ქართველის შეძენით ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული და მას დენ ჰენდერსონის შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ “ვალენსია” ჩვენიანს ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომლის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

ამ დროისთვის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა, მაგრამ ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაუწყეთ, მალე გიორგის ფასი 10-12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა

რეალი ისევ ყველაზე მდიდარია