in

ვიდეო: შერმადინის მორიგი MVP და ტენერიფეს გამარჯვება

გიორგი შერმადინი ჩვეულ სტიქიაშია. ეს ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში იმარჯვა, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო და შესაბამისად, მატჩის MVP გახდა

. ეს ამბავი ლიგა ენდესას მორიგ, 28-ე ტურში მოხდა, რომელშიც “ტენერიფემ” “ბრეგანს” უმასპინძლა და 96:78  დაამარცხა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:18 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ცხადია, ქართველ ლეგიონერს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ერგო და შანსია, ის ტურის MVP-იც გახდეს.

 ტენერიფემ ამ მოგებით 34 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მომდევნო მატჩს ფუენლაბრადასთან გამართავს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ თოფასს ესტუმრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მიქელთაძის ჰეთ-თრიკი ავსტრალიაში

გამწარებულმა რონალდომ გულშემატკივრის ტელეფონი დაამსხვრია: კრიშტიანომ ბოდიშიც მოიხადა და თამაშზეც დაპატიჟა – ვიდეო