in

ვიდეო: ფანებმა მეორე ბუნდესლიგა გიჟურად აღნიშნეს – პოლიციასთან მაგრად იჩხუბეს, არიან დაშავებულები

დრეზდენში ერთმანეთს ფეხბურთის გულშემატკივრები და პოლიცია შეებნენ. ძალოვანებმა განსაკუთრებულად აგრესიულ ფანებზე წყალი მიუშვეს და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

როგორც MDR იუწყება, უწესრიგობა დრეზდენის “დინამოსა” და მიუნხენის “თურქიუჯიუს” თამაშისას დაიწყო. 70-ე წუთისთვის “დინამო” 3:0 იგებდა, რამაც გუნდს საშუალება მისცა მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნებულიყო. სტადიონის წინ გულშემატკივრებმა პოლიციას შეუტიეს, იყენებდნენ პიროტექნიკას. ისინი შუშის ბოთლებსაც ისროდნენ და შეზღუდულ ტერიტორიაზე გადაბიჯებასაც ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ბუნტის მომწყობები დააკავეს. საუბრობენ მრავალრიცხოვან დაშავებულებზე. პოლიცია ორ დაჭრილ თანამშრომელზე მიუთითებს.

დრეზდენის პოლიციამ წინასწარ თხოვა მატჩის დროს სტადიონის მიმდებარედ არ შეკრებილიყვნენ სანიტარული წესების შესაძლო დარღვევის გამო.
მოგვიანებით “დინამომ” აცნობა, რომ გუნდის მხარდასაჭერად სტადიონთან დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მივიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი ფინალი მეფის გამარჯვებით: ნადალმა რომის მასტერსი მეათედ მოიგო

ბარსელონამ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ფინალში ჩელსი გაანადგურა