in

ვიდეო: საოცარი საფეხბურთო საღამო ეტიჰადზე და სიტის გამარჯვება [ყველა გოლი]

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და უხვგოლიან, საოცარ მატჩში 4:3 დაამარცხა. მანჩესტერელები მატჩის სტარტზევე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

საწყის 10 წუთში კევინ დე ბრუინმა და გაბრიელ ჟესუსმა გაიტანეს. “სიტის” მესამეს გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, თავისი შანსი გამოიყენა კარიმ ბენზემამ და ფრანგმა შეძლო ედერსონის კარის აღება.

მეორე ტაიმიც გვარდიოლას გუნდის უპირატესობით დაიწყო. ფილ ფოდენმა გაიტანა, თუმცა ვინისიუს ჟუნიორმა შესანიშნავი დრიბლინგით მალევე გაათანაბრა. “სიტიმ” ორბურთიანი უპირატესობა ბერნარდო სილვას გოლით აღადგინა, მაგრამ კარიმ ბენზემამ პენალტი ე.წ. “პანენკას” სტილში ბრწყინვალედ შეასრულა, მიმდინარე სეზონში 41-ე გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე) და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:3 “სიტის” სასარგებლოდ.

დე ბრუინის გოლი
გაბრიელ ჟესუსის გოლი
კარიმ ბენზემას გოლი
ფილ ფოდენის გოლი
ვინისიუსის გოლი
ბერნარდო სილვას გოლი
ბენზემას პენალტი

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0