in

ვიდეო: საბას შოუ – ლობჟანიძემ მესისთან დუბლი შეასრულა

საბა ლობჟანიძემ ნაკრებში წამოსვლის წინ საუცხოო მატჩი ჩაატარა. მან დუბლი შეუსრულა თვით ლეო მესის „ინტერ მაიამის“ და სტუმრად ამ გუნდის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა – 3:1.

მაიამელთა რიგებში, მესის გარდა, თამაშობენ ლუის სუარესი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, რომლებმაც ვერაფერი მოუხერხეს ქართველ შემტევს – საბამ პირველ ტაიმში საჯარიმოს გარედან ორი ულამაზესი გოლი გაიტანა.
საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და „ატლანტა“ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა. არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა.

MLS-ის ოფიციალურ იუთუბგვერდზე მოკლედ წერია: „საბას შოუ“.

საბა ლობჟანიძემ „სოფასკორისგან“ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 8.7.

საბამ მიმდინარე სეზონში “ატლანტას” მაისურით 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 17 ქულა ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ

კონტეს კვარაცხელია პარიზისთვის არ ემეტება, მაგრამ… ნაპოლიმ მაინც დაიწყო შემცვლელის ძებნა…