დავით ნინიაშვილის და გელა აფრასიძის ლელოების შემდეგ, საფრანგეთის Top 14-ში გასულ უქმეებზე მესამე ქართული ლელოც ვიხილეთ.
ამჯერად თავი ბექა გორგაძემ გამოიჩინა. მე-16 ტურის შეხვედრაში გორგაძის “პო” “კლერმონს” დაუპირისპირდა და 28:20 დაამარცხა.
ქართველი მესამეხაზელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქე 69-ე წუთზე დაალელოვა. 16 ტურის შემდეგ, “პოს” 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings