in

ვიდეო: მეკარემ გოლი 1 წუთზე გაიტანა – პირველი მაინც არ არის

ჩინეთში, „ჰუბეი ზაიმინგი“ და „გუანჯი ლანიანგი“ (მეოთხე დივიზიონი) ხვდებოდნენ ერთმანეთს, ანგარიში კი უკვე პირველ წუთზე გაიხსნა.

ეს კი „ჰუბეის“ მეკარემ მოახერხა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში ბურთი საკუთარი ნახევრიდან შეაგდო.

მას ამაში ცოტა მეტოქე გუნდის მეკარეც დაეხმარა, რომელიც უხეიროდ გამოვიდა კარიდან და გაზონიდან ავარდნილი ბურთი თავზე გადაახტა.

ეს ისტორიაში მეკარის მიერ გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი მაინც არ არის: ასმირ ბეგოვიჩმა 2013 წელს „სტოკისა“ და „საუთჰემპტონის“ მატჩში გოლი მე-13 წამზე გაიტანა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0