in ,

ვიდეო: კვარაცხელიას საიუბილეო გოლი და შეუჩერებელი კუტალია – ლეგიონერების მონაგარი

კიდევ ერთი ლამაზი და შედეგიანი საფეხბურთო უქმეები გვაჩუქეს ქართველმა ლეგიონერებმა. ჩვენიანებმა 8 გოლი გაიტანეს. ლევან კუტალიამ ისრაელში ჰეთ-თრიკი შეასრულა. უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამჯერად “უფა” გააწამა. მან გოლს + საგოლე პასი მიითვალა.

ვიდეო: ისევ გაიტანა – ხვიჩამ 3 ქულა მოაგროვა ბოლო 3 მატჩში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ლამაზი გოლი გაიტანა გიორგი აბურჯანიამ. მისი “კარტახენა” “პონფერადინას” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” “ალბასეტე” 2:0 დაამარცხა. კაკაბაძე მატჩი მეორე ტაიმში ჩაერთო.

ქართული დუელი ვიხილეთ საფრანგეთის მეორე ლიგაში. ჯაბა კანკავას “ვალენსიენი” ამირან სანაიას “როდეზს” 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. სანაია კი, მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა.

მორიგი გოლი გაიტანა უნგრეთში გიორგი ბერიძემ. მისმა “უიპეშტმა” “კიშვარდას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ბერიძემ მიმდინარე სეზონში მერვე ბურთი შეაგდო.

გიორგი ბერიძის გოლი

ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” “პაკშის” გაეჯიბრა და დამაჯერებლად 5:2 დაამარცხა. დვალი სათადარიგო იყო. ხარაიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი” “პუშკაშ აკადემიას” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

ლუკა ლაკვეხელიანისა და ნოდარ ქავთარაძის “მეზოკოვეშდმა” “ბუდაფოკი” მიიღო და 2:1 დაამარცხა. ქავთარაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა.

პოლონეთში ვალერიან გვილიას “ლეგიამ” “ვარტას” უმასპინძლა 3:2 დაამარცხა. გვილია სათადარიგო იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გამოვიდა.

ნიკა კაჭარავასა და ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” “პიასტს” უგოლოდ დაუზავდა. კაჭარავა ტრავმირებულია. კვესკვესკირი 84-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგერი” ტიროლთან” 3:5 დამარცხდა. ლოჩოშვილი სათადარიგო იყო, ხოლო გიორბელიძე განაცხადშიც არ ყოფილა.

თურქეთში საბა ლობჟანიძის “ანკარაგუჯუმ” “გიოზთეფე” 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევმა 83-ე წუთამდე ითამაშა.

რუსეთში ჯემალ ტაბიძის “უფამ” ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. ყაზანელებმა თამაშის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს. 20 წლის ქართველმა ტალანტმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი, თანაგუნდელს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას გოლი “რუბინისთვის” რუსეთის პრემიერ ლიგაში გატანილი საიუბილეო 2700-ე გოლია.

უფა–რუბინი 0:3 (მატჩის მიმოხილვა)

საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის “როტორი” “ურალს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ყიფიანი მე-40 წუთზე ბათუმის “დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა შეცვალა. კვირკველიამ სრულად ითამაშა, არაბიძე კი, თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.

დანიაში დავით სხირტლაძის და ლაშა პარუნაშვილის “ვიბორგმა” “ესბიერგს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სხირტლაძე 64–ე წუთზე ჩაერთო თამაშში. პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ (“ტობოლი”) 71-ე წუთამდე ითამაშა “აკჟაიკთან” საშინაო შეხვედრაში (2:0).

ლევან კუტალიამ ისრაელში საგოლე ანგარიში გახსნა. უმ ალ-ფაჰმის “ჰაპოელის” ქართველმა ფორვარდმა 3 გოლი გაუტანა იქსალ იმადის “ჰაპოელს” და თავის გუნდს პერსონალურად მოაგებინა.

ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) 85-ე წუთიდან ითამაშა “პოანგთან” გასვლაზე ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხალხს აბრუნებენ: თასის ფინალზე შესაძლოა 20 ათასი კაცი შეუშვან

ზიდანის დუბლი ქუთაისში და თრილერი თბილისში