in

ვიდეო: თავ-პირს დაგალეწავ!.. დვალიშვილი ფანს ეჩხუბა

UFC-ის მსუბუქი წონის პირველმა ნომერმა მერაბ დვალიშვილმა (16-4) ფანთან კინაღამ ჩხუბი მოაწყო UFC on ESPN 43 ტურნირზე.

როდესაც ქართველი მებრძოლი გულშემატკივრების ტრიბუნასთან იდგა, ერთ-ერთმა დამსწრემ დვალიშვილი გააკრიტიკა, რომ ის უარს ამბობს ალჯამეიმ სტერლინგთან (22-3) ჩხუბზე. ამ მომენტში ჩვენიანს ნერვებმა უმტყუნა და შეეცადა პროვოკატორ ფანთან მიახლოებას.

„მოდი, აქვე პატარავ“ – უთხრა კაცმა, რაზეც დვალიშვილმა უპასუხა:
„ნაბიჭვარო, სახეს გაგიერთიანებ!“.

დვალიშვილი უცნობ მამაკაცთან დაცვის წევრებმა არ მიუშვეს.

ადრე დვალიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა თავის მეგობარ და ჩემპიონ სტერლინგთან ბრძოლას. მომდევნო ჩხუბი ჩვენს მებრძოლს შესაძლოა კორი სენდჰეგენთან მოუწიოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩამოვიდნენ: ნორვეგიას ჩვენგან 3 ქულა უნდა

ვიდეო: ყველაზე შორი გოლის რეკორდი – მეკარემ 101 მეტრიდან გაიტანა!