in

ვიდეო: ვირტუსმა ბერლინში მარტივად მოიგო – თოკომ 12 ქულა ჩააგდო და მე-2 ადგილზეა

ევროლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ვირტუს ბოლონია, რომლის ლიდერიც თორნიკე შენგელიაა, წარმატებულ სვლას განაგრძობს. ევროლიგის მორიგ, მე-19 ტურში ბოლონიელები ბერლინს ესტუმრნენ და ადგილობრივ ალბას იოლად – 83:68 სძლიეს. ამ გამარჯვებით ბოლონიელებმა ცხრილში მე-2 ადგილი გაიმყარეს. პირველ ადგილზე კი რეალ მადრიდია, რომელმაც გასულ ტურში ფანტასტიკურ მატჩში, 4 ოვერტაიმის შემდეგ 130:126 დაამარცხა ეფესი.

ვირტუსმა მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ პერიოდში გადაწყვიტა, რომელიც 26:9 მოიგო. კომფორტული ლიდერობის მოპოვების შემდეგ ბოლონიელებს საქმის სასურველ შედეგამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც ბოლონიური კლუბის ლიდერია, ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 12 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა დანიელ ჰეკეტს (10 ქულა, 5 მოხსნა), საუკეთესო კი ბრაიანტ დანსტონი (18) იყო, რომელმაც 12 ქულას 6 მოხსნა წაამატა.

ბოლონიურ კლუბს მომდევნო მატჩი 10 იანვარს ელის, როდესაც ბელგრადში თელ ავივის მაკაბის დაუპირისპირდება (ისრაელის კლუბი ომის გამო სერბეთში თამაშობს).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელინგემი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხვიჩა იტალიაშია ყველაზე ძვირი

ვიდეო: როგორ შეხვდნენ მიქაუტაძეს გულშემატკივრები – მეცმა ქართველზე მაგარი ტრანსფერი დაატრიალა